03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ახალი მოთხოვნები მირზა შაფის ქუჩის პროექტზე-ინვესტორი დამატებით ტერიტორიას ითხოვს

ბააზოვის ქუჩის ნაწილი შესაძლოა მირზა შაფის პროექტში მოხვდეს. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის ინფორმაციით, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსისთვის ინვესტორი მირზა შაფის ქუჩის გარდა, მეზობელი ქუჩის ნაწილსაც ითხოვს.

თამარ ამაშუკელი, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრი იყო და მირზა შაფისთვის არცერთ საკონკურსო პროექტს მხარი არ დაუჭირა, განმარტავს, რომ ბააზოვი ქალაქის ისტორიულ ზონაში მდებარეობს და მას კანონი იცავს.

მირზა შაფის ქუჩისთვს შერჩეული პროექტი მწვავე დაპირისპირების თემა გახდა დღეს თბილისის საკრებულოში. ოპოზიციის დეპუტატების გარდა, მერის მოადგილეს კრიტიკის მოსმენა თანაგუნდელებისგანაც მოუწია.

მირზა შაფის ქუჩაზე კომპანია "დემარკის" მიერ შექმნილი პროექტი გამარჯვებულად გუშინ დასახელდა. რამდენიმესართულიანი შენობები სასტუმროსა და საცხოვრებელ ფართებს მოიცავს. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ გამარჯვებული პროექტის დეტალები ინვესტორთან შეთანხმებით, კიდევ შეიცვლება.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

დღის ამბები