03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
11 უცხოელი სტუდენტი კახეთში დოკუმენტურ ფილმს იღებს

ახალგაზრდა უხოელი რეჟისორების თვალით დანახული კახეთი-ჟენევის დიზაინისა და ხელოვნების უნივერსიტეტმა წელს ვორქშოპისთვის სწორედ საქართველო აირჩია. კისისხევში 11 უცხოელი სტედენტი ჩამოვიდა, რომელიც დოკუმენტურ სურათს გადაიღებს.

ჩამოსულ სტუდენტებს ნინო კირთაძე უძღვება. ისინი კახეთში სულ 20 დღე იცხოვრებენ.

უნივერსიტეტს ყოველწლიური პროგრამა აქვს - სტუდენტები ვორქშოპს სხვადასხვა ქვეყნებში გადიან. წელს საქართველო აირჩიეს. ახალგაზრდა რეჟისორები გერმანიიდან, კორეიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან 9 მოკლე სურათზე მუშაობენ.
9 ნამუშევრის პრემიერა, კი კისისხევის კულტურის კლუბში თვის ბოლოს შდეგება.

ავტორები: მაია ლომიძე. 

 

დღის ამბები