03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ნინა სუბლატის მხარდაჭერას სთხოვს

პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს, ევროვიზიის ფინალში ნინა სუბლატს დაუჭირონ მხარი.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს დილით პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

"მინდა, გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს, ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა. ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა ევროვიზიის საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.

"მინდა, თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს, მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს.

"ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა. ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ ევროვიზიას საქართველოში," - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. 

დღის ამბები