03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
სიღნაღის ქორწინების სახლი დროებით იხურება

სიღნაღის ქორწინების სახლი დროებით იხურება. მიზეზი სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სიღნაღის ქორწინების სახლში წყვილები რეგისტრაციას იმავე შენობის პირველ სართულზე მდებარე სივრცეში შეძლებენ.

ქორწინების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და განახლებული დარბაზი ტურისტულ სეზონის მიმდინარეობის პარალელურად გაიხსნება.

დღის ამბები