03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
გურჯაანში 3 მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ფაქტის ახალი გარემოებები

სოფელ გურჯაანში გასულ კვირას 23 წლის დავით თათრიშვილმა 4 წლის შვილი და 2 გერი სასტიკად სცემა. დღეს კი დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მიერ ბავშვებზე ძალადობა ცოლის მხრიდან იყო პროვოცირებული.

გივი თათრიშვილი არ გამორიცხავს, რომ არა მისმა შვილმა სცემა გერები, არამედ სხეულის დაზიანებები მცირეწლოვნებს დედამ მიაყენა.

მეზობლები ბავშვებზე ძალადობას სოციალური პრობლემებით ხსნიან.

სოფელ გურჯაანში ადგილობრივების ნაწილი ბავშვებზე ძალადობას გმობს. თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ოჯახში ცოლ-ქმარმა თავად უნდა მოაგვაროს.

მათივე განცხადებით, ასეთ დროს საპატრულო პოლიციის ან სხვა შესაბამისი სამსახურის გამოძახება საჭირო არ არის.

ბავშვებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება. 2 მცირეწლოვანი ბავშვი კი, რომლებსაც ტვინის დაჟეჟილობა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული, მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. მესამე დაზარალებულმა, 4 წლის ბიჭმა, კი კლინიკა რამდენმე დღის წინ დატოვა.

 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თამაზ თხილიშვილი, ფატი მდორეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები