03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საჩხერე-ჭიათურის გზაზე კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდისგან დაშავებული ოჯახის ისტორია

კლდიდან მოწყვეტილი ლოდი გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. უბედურმა შემთხვევამ ოჯახი ახალგაზრდა დედის გარეშე დატოვა. სატვირთო ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევა საჭხერე-ჭიათურის გზაზე 30 აპრილს მოხდა.

ჭოხონელიძეების ოჯახი დახმარებასა და კომპენსაციას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

ჭიათურის გამგებელს დაზარალებულები ამ დრომდე არ მოუნახულებია. სულხან მახათაძე ამბობს, რომ ჭოხონელიძეების ოჯახს დახმარებას გამოძიების დასრულების შემდეგ გაუწევს.

გამგებლის მტკიცებით, ჭიათურაში ფერდობების ჩამოშლის პრობლემა წლებია, არსებობს. ბოლოს თანხა კლდეების გასაწმენდად 2011 წელს გამოიყო. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისა და თანხის გაფლანგვის გამო მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ახლაც იხდის სასჯელს. თანხა კი ფერდობების გასაწმენდად მას შედეგ ბიუჯეტში აღარ გაუთვალისწინებიათ.

 

ავტორები: სალომე ბოკუჩავა, ნიკა ლეჟავა, რეზო დიდბერაშვილი.

დღის ამბები