03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სოფელ კლდეეთის მოსახლეობა გაზის, წყლისა და გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

სოფელ კლდეეთიდან რამდენიმე კილომეტრში გაზის ცენტრალური მილებია გაყვანილი, თუმცა სოფელი ბუნებრივი აირის შემოყვანას წლებია, ელოდება.

ადგილობრივები გაზის არქონის გამო ძირითადად ელექტრო და შეშის ღუმელს იყენებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებას გაზის შემოყვანის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

სოფელ კლდეეთის მკვიდრნი ადგილობრივ ხელისუფლებას, ბუნებრივი აირის გარდა, წყლის პრობლემის მოგვარებასა და ნახევრად დაგებული გზის დასრულებასაც სთხოვენ.

სოფლის ახალი გამგებელი თანამდებობაზე 2 კვირის წინ დაინიშნა. ლევან კვანტრიშვილი სოფლის პრობლემებს ახლა ეცნობა. ამბობს, რომ წყლის შემოსაყვანად სოფლისთვის 107 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები 1 თვეში დაიწყება.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, გიორგი პერტია, გიორგი შეშაბეიძე.

 

დღის ამბები