03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ანაკლიაში სტუდენტებს შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ანაკლიაში სტუდენტებს შეხვდა და იმ პროექტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ სტუდენტებმა მოამზადეს.

ვაშაძის ინიციატივით სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ახალგაზრდა ევროპელები", რომლის ფარგლებში ჩატარდა შესარჩევი კონკური და წარდგენილი აპლიკაციების საფუძველზე საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტიდან 150 სტუდენტი შეირჩა. ისინი 8 კომიტეტში გადანაწილდნენ და თითოეულმა კომიტეტმა საერთაშორისო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან თემებზე  საკუთარი პრეზენტაცია მოამზადა. მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის დოლარის კურსის, ნავთობის ფასის, ტერიტორიული მთლიანობის და მათ შორის უკრაინის საკითხი და ა.შ. 

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სტუდენტების ნაშრომები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

გიორგი ვაშაძე ასევე შეხვდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგატას მოსახლეობას, სადაც მოსახლეობამ მას არსებული პრობლემები გააცნო.     

დღის ამბები