03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
აქცია ახმეტაში - ადგილობრივები წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამრიცხველიანებას აპროტესტებენ

ახმეტის მოსახლეობის ნაწილი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ გამრიცხველიანების წინააღმდეგ გამოდის.

ადგილობრივებმა წყალზე ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლობაც შეუერთდა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ახმეტაში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულმა გამრიცხველიანებამ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც დავალიანება 100 ათას ლარს აჭარბებს.

მოსახლეობა დამონტაჟებული მრიცხველების გაუმართაობაზე საუბრობს და ოჯახებში სულადობის რაოდენობის კორექტირებასაც ითხოვს.

ახმეტაში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, რომელიც შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

დღის ამბები