03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები 2 წელია ასფალტის დაგებას ითხოვენ

თბილისში სარაჯიშვილის ქუჩის მესამე ჩიხში, იტალიურ ეზოში, მცხოვრები 25-მდე ადამიანი 2 წელია საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვს.

მათ დღეს აღნიშნული მოთხოვნით აქციაც გამართეს. 

ადგილობრივები მთავრობას მოუწოდებენ, განაახლონ გზის აღდგენითი სამუშაოები.  როგორც ისინი ამბობენ გზის საფარის შეკეთებასთან ერთად მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემაც.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქუჩაზე არსებული მდგომარეობის გამო რამდენიმე კვირის წინ ბავშვიც დაშავდა.

დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. რომლებმაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და თბილისის მთავრობას დროული ქმედებისკენ მოუწოდეს. 

 

დღის ამბები