03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

დღეს კანში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის რჩეულები დასახელდებიან.

დაჯილდოების რიგით 68–ე ცერემონია საფრანგეთის სანაპირო ქალაქში გვიან საღამოს დაიწყება.

მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად 19 უახლესი ნამუშევარი იბრძვის.

მათგან საუკეთესოს ჟიური გამოავლენს, რომელსაც წელს ამერიკელი რეჟისორები, ძმები კოენები ხელმძღვანელობენ.

ფავორიტებს შორის სახელდებიან პაოლო სორენტინოს "ახალგაზრდობა", ტოდ ჰეინსის "კეროლი", ლასლო ნემეშის "საულის ვაჟი" და ცზია ჩჟანკეს "მთებსაც შეუძლიათ მოძრაობა."

დღის ამბები