03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სამეგრელოში, სოფელ ჯგალთან ახალი წლის ღამეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 19 წლის დავით ბელქანიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა წალენჯიხის ცენტრში აქცია გამართეს. ისინი გამოძიების შედეგებს აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ავტოავარიის დროს, რომლის დროსაც 3 ადამიანი - მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა - მესამე ავტომანქანაც ფიგურირებდა და სწორედ ის დაეჯახა ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ბიჭს.

ბელქანიას ახლობლები ირწმუნებიან, რომ საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვით პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია დაინტერესებული. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი მძღოლია დაკავებული - სასამართლომ მათ 10 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები