03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ვისკოზის ბოჭკოთი შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

თამარ გუგუნავა ერთადერთი ქართველი ხელოვანია, ვინც ფერწერულ ტილოებს ვისკოზის ბოჭკოთი ქმნის.

1987 წელს სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ქსოვილების დეკორატიულად მოხატვის სპეციალისტმა ბატიკასა და ხალიჩების ქსოვას გობელენზე მუშაობა ამჯობინა, თუმცა 6 წლიანი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა, ბორჯომის ქორწინების სახლისთვის შექმნილი უზარმაზარი დეკორატიული პანოს დასრულებისთანავე შეწყდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ, თამარს გობელენზე უარი საბოლოოდ ათქმევინა, თუმცა მატყლის ალტერნატივა მალევე გამოიძებნა. მეგობარმა მას ფერწერული პანოების შექმნა ვისკოზის ძაფის გამოყენება ურჩია. 

მეთორმეტე პერსონალურ გამოფენაზე მადრიდულ პუბლიკას შესაფასებლად მხატვარმა, ორმოცი ტილო წარუდგინა. მადრიდში გამოფენილ ნამუშევრებში ესპანური მოტივები ჭარბობდა.

წითელი და ყვითელი ფერებით პუბლიკის მოხიბვლას თამარი სულ მალე გერმანიაში შეეცდება.

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები