03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ორმოები თბილისის გზებზე და თავისუფალი დემოკრატების კრეატიული გამოსავალი

გზებზე გაჩენილი სახიფათო ორმოების ამოვსებისა და გალამაზების იდეა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და თავისუფალი დემოკრატების წევრს მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის.

ზუსტად იმ დროს, როცა თავისუფალი დემოკრატები ქუჩას ალამაზებდნენ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ფონიჭალაში არსებულ ორმოებს თბილისის მერის სახელს ანიჭებდა.

საზოგადოებასთან ყოველდღიური კომუნიკაციისა, მოქალაქეებსა და ჩინოვნიკებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნისთვის 2011 წელს შეიქმნა ვებგვერდი სახელწოდებით "ჩემი ქუჩა." ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც საკუთარ უბანში არსებული პრობლემა შეაწუხებდა, საიტის მეშვეობით მერიის შესაბამისი სამსახურისთვის ხმის მიწვდენის საშუალება ჰქონდა.

ვებგვერდი დღემდე მუშაობს და მიუხედავად იმისა რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ამ საიტის არსებობის თაობაზე არაფერი სმენია, მოსახლეობა პრობლემატურ საკითხებზე ჩინოვნიკების ინფორმირებას მინც ცდილობს. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები