03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
პოკერის ტურნირი კუნძულ ოლანდიდან თბილისამდე

კუნძულ ოლანდზე პოკერის ტურნირი გაიმართა, რომელიც კუნძულზე ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი ხერხია. რიგით მე-11 ტურნირი პრესტიჟის, დიდი გამოცდილების, ტრადიციებისა და მკაცრად დასაცავი პირობების მიუხედავად მოთამაშეებს თავისუფლებას და ერთგვარ კომფორტს უქმნის.

მსოფლიო სტანდარტებით პოკერის ტურნირი თბილისში თვის ბოლოს გაიმართება. მანამდე ფინეთში ვინც ფსიქოლოგიურ თამაშს კარგად ითამაშებს, ვისაც კარგი ბანქოს სახით იღბალიც შეეშველება და ტვინს მათემატიკაშიც გაავარჯიშებს, თბილისშიც ის წამოვა.

თბილისური ტურნირის დირექტორი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი კაზინოს პოკერის ტურნირების მენეჯერი ჯონ სკალვონი იქნება. 

ავტორი:თაკო მესხი

დღის ამბები