03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
კანის კინოფესტივალი P.S.-ის ობიექტივში

კანის კინოფესტივალი საზეიმოდ დღეს იხურება, მანამდე კი კანში ოქროს პალმის რტოს მფლობელი გამოვლინდება.

კინოკრიტიკოსების განცხადებით, კინოფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები გასულ წლებთან შედარებით სუსტია, თუმცა არის ფილმები, რომელზეც კანში ხმამაღლა ლაპარაკობენ, მათ შორის არის ფილმი ჰოლოკოსტის ტრაგედიის შესახებ, მაკბეტის კიდევ ერთი ეკრანიზაცია, ასევე ფილმი ინცესტის თემაზე და მიშელ ფრანკოს ფილმი "ქრონიკა." ფილმში მთავარ როლს ტიმ როთი თამაშობს. უცხოური გამოცემების ნაწილი წერს, რომ ტიმ როთის კარიერაში ეს ყველაზე კარგი როლია.

სულ კანის კინოფესტივალში 19 ფილმი იღებს მონაწილეობას მათ შორის 4 ფრანგული და 3 იტალიურია. კინოფესტივალში მონაწილეობას იღებს რამდენიმე აზიური ფილმიც.

კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა მსოფლიოში ყველაზე გლამურულად არის აღიარებული, თუმცა წელს ხშირი იყო შემთხვევები და დღეები როდესაც, დღის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ გამოჩენილა.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ წითელ ხალიჩაზე არა, თუმცა გლამურულ საღამოებში მონაწილეობას კანში ჩასული ვარსკვლავები აქტიურად იღებენ.

ავტორი: გვანცა სუთიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები