03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ცხოვრება სრულწლოვანების შემდეგ-მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მწარე რეალობა

მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს 18 წლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება, რომლებიც ცდილობენ დაასაქმონ ან მოზარდებს ბინის ქირის გადახდაში დაეხმარონ, მაქსიმუმ 2 წლით. თუმცა ეს ყველას არ წვდება.

გასნხვავებული პროგრამა მოქმედებს SOS სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის. არასრულწლოვნების აღზრდა აქ ავსტრიული მოდელის მიხედვით ხდება. 18 წლამდე აქ იზრდებიან, სრულწლოვანები კი ახალგაზრდულ ცენტრებში გადადიან 3 წლით, სწავლობენ, მუშაობენ, შემდეგ დამოუკიდებლად გადადიან, ორგანიზაცია კი ბინის ქირაში ეხმარება.

მოზარდები ხშირად მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება 18 წლამდე ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა ხდებოდეს.

ყოველწლიურად 100-მდე მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდა ხდება სრულწლოვანი, არ არსებობს ინფორმაცია, რამდენი ბრუნდება ოჯახში, რამდენი აგრძელებს სწავლას, რამდენი რჩება ქუჩაში ან დანაშაულის პირისპირ.

ავტორი:გვანცა სუთიძე

დღის ამბები