03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
არც სკოლა არც ბაღი - ათასობით ბავშვს განათლების სამინისტრო ალტერნატივას სთავაზობს

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად ათასობით ბავშვი როგორც სკოლის, ასევე ბაღის გარეშე რჩება. გადაწყვეტილებას უკვე რამდენიმე თვეა მშობლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ,  თუმცა უშედეგოდ.

განათლების სამინისტრო მოთხოვნებს არ იზიარებს. თამარ სანიკიძე ფსიქოლოგების დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანა არ არის სწორი.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათ აქვთ გამოსავალი იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა შვილები როგორც ბაღის, ასევე სკოლის მიღმა რჩებიან-გამოსავალი პრე-სკოლებშია.

პრე-სკოლებში თამაშით სწავლების პროცესი, კოგნიტური უნარების, მოტორიკის და სოციალური უნარების განვითარება, რაც ბავშვის სკოლაში წასვლისთვის აუცილებელი პირობებია მსოფლიოს ყველა განვითარებულ და განათლებაზე ორიენტირებულ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. პროექტის თანახმად ბავშვმა აქ 30 კვირის განმავლობაში დღეში 3 საათი უნდა დაჰყოს და მერხებისა და საშინაო დავალებების გარეშე სკოლაში წასავლელად მოემზადოს. განათლების სამინისტრო სასკოლო მზაობის პროგრამაზე გაეროს ბავშვთა ფონდთან და რამდენიმე გამოცდილ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ  განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თუ ოპოზიციის ინიციატივას არ გაიზიარებს, სამინისტრო 8 მილიონ ლარს მოიგებს. კობა სუბელიანის განცხადებით ამ თანხით ბავშვების სკოლაში მიღების შემთხვევაში სამინისტროს მათთვის სასკოლო ბუკები და წიგნები უნდა შეესყიდა.  

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები