03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყიდება - ყოფილი მაღალჩინოსნების საცხოვრებელი სახლები P.S-ში

წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყიდება, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ აგარაკების გაყიდვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააძლიერებს.

წყნეთში სამთავრობო აგარაკების სრული ტერიტორია 110 ჰექტარს მოიცავს. აქ 80 წლის განმავლობაში მთავრობის წევრები ცხოვრობდნენ, იურიდიულად კი ეს ტერიტორია კვლავ მთავრობის საკუთრებაშია.

აღნიშნულ ტერიტორიას მთავრობა 21 მილიონ დოლარად ყიდის, ამ ეტაპზე კი კოტეჯების ნაწილი დამსვენებლებზეა გაქირავებული.

წყნეთის სამთავრობო აგარაკებში "ცეკას" ყოფილი მდივნებიც ისვენებდნენ.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები