03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბებიან.

წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც 12 საათზე უნდა დაიწყოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უხელმძღვანელებს.

რა საკითხები განიხილება წინასწარ არ კონკრეტდება, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სხდომის განჩინება გამოქვეყნდება.

წმინდა სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევის საკითხზე იმსჯელებენ, რადგან მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ არის.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

2015 წელს წმინდა სინოდის სხდომა პირველად იმართება. წინა სხდომა გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა.

დღის ამბები