03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შემაჯამებელი მოსმენა გაიმართება

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შემაჯამებელი მოსმენა გაიმართება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. განიხილება შესრულდა თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

უჩა ნანუაშვილი არადამაკმაყოფილებლად აფასებს ფართომასშტაბური ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან" დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ანგარიშზე მსჯელობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება. ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახმაურებულ საქმეებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. დოკუმენტში ე.წ. კაბელების საქმეც მოხვდა.

დღის ამბები