03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისვლას ახალი დირექტორი დღეს გეგმავს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისვლას ახალი დირექტორი დღეს გეგმავს. ზაზა აბაშიძე თანამშრომლებსაც შეხვდება და იმედოვნებს, რომ შეძლებს მათთან თანამშრომლობას.

ახალ დირექტორთან შეხვედრას გეგმავენ თანამშრომლებიც, თუმცა აცხადებენ, რომ გაფიცვას ისევ აგრძელებენ. ისინი დირექტორის ასარჩევად ჩატარებული კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და კვლავ ითხოვენ კანდიდატების გასაუბრების ჩანაწერების გასაჯაროებას.

ახალი დირექტორი დღესვე აპირებს საფინანსო სამსახურის თანამშრომლებთან გასაუბრებას და მათთან ერთად აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები