23 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ბელიაშვილის ქუჩაზე - დაშავებულ მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული

ერთი ადამიანი დაშავდა ჩხუბის დროს თბილისში. ინციდენტი ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები