03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიცია დღეს გაიმართება

დღეს მთელი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიციები გაიმართება. იგეგმება ავიაციის გენერალური რეპეტიციაც. რამდენიმე ერთეული სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი და შვეულმფრენები თბილისის თავზე გადაიფრენენ. ასევე გაიმართება დაგეგმილი კონცერტების რეპეტიციაც.

26 მაისს კი თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

დამოუკიდებლობის დღეს ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარი პროგრამით წარსდგება. სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება, თუმცა გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს, რის შემდეგაც ქუთაისში მესამე ბრიგადაში გაემგზავრება. დღის ბოლოს, ღონისძიებები თბილისში პარლამენტის შენობის წინ გალაკონცერტით დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები