26 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიჰყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს" - მამუკა მდინარაძე

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

"ქართული ოცნება" ატერორებს ბიზნესს - ესაა "ნაციონალური მოძრაობის" მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას "ნაცები" ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ, ალბათ იმიტომ, რომ ვერ მიჰყიდდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს," - ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

"რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამაზეც გეტყვით. თქვენ, მგონი, მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი.

თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის, იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე, სტრატეგიული ობიექტების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მიჰყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიებს თქვენ ალაგებთ ამ ქვეყანაში, ეს გინდათ ალბათ გააგრძელოთ და ეს გაწუხებთ და ეს შინაგანი შფოთვები გაქვთ და როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, რას ჰქვია ამ თემას განიხილავთო, რას ჰქვია ეროვნული ინტერესებიდან გამოდიხართო, ამბობთ. აი, აქ ხართ დღემდე და ვერ ხვდებით, რომ ამას ვეტყვით ხალხს და ხალხიც გაიგებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები