03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
26 მაისის რეპეტიციას ქართველი სამხედროები 1 საათზე დაიწყებენ

26 მაისის რეპეტიციას ქართველი სამხედროები დღეს 1 საათზე დაიწყებენ. როგორც ცნობილია, ხვალ მათთან ერთად ღონისძიებას ის ამერიკელი სამხედროებიც დაესწრებიან, რომლებიც საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტენსივობით 26 მაისისთვის ემზადებიან თბილისის ცენტრში.

რუსთაველის გამზირი და რამდენიმე ქუჩა უკვე გადაკეტილია და სპეციალური სამუშაოები ხორციელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხვალ სამხედრო ტექნიკა და სხვადასხვა უწყებების პავილიონები განთავდება. გაიმართება გამოფენები და კულტურული ღონისძიებები.

დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი კულტურული ნაწილის მთავარი ღონისძიების - გალა კონცერტის გენერალური რეპეტიცია დღის ბოლოს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები