03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
სოფელ ზესხოში მცხოვრებ ერთადერთ ადამიანს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში იმყოფებოდა.

სოფელი ზესხო სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და დღეისათვის ფაქტობრივად მთლიანად დაცლილია.

ერთადერთი ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც სოფელს ზამთრშიც არ ტოვებს, ფრიდონ ქალდანია.

მინისტრმა ფრიდონ ქალდანს საჩუქრად მოტობლოკის კომპლექტი გადასცა. აღნიშნული კომპლექტში მოტობლიკი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი, ხელის სათესი შედის და მაღალმთიან სოფლებში მიწის დამუშავებისთვის ტექნიკურად ყველაზე მოსახერხებელია.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მაღალმთიანი სოფლების მკვიდრთა ხელშეწყობა პრიორიტეტია. ხელისუფლება სოფლის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროექტებზე მუშაობს. 

დღის ამბები