03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლთან სოციალურად დაუცველების, იპოთეკით დაზარალებულების, ეკომიგრანტებისა, და სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებულების გაერთიანებული აქცია მიმდინარეობს.

სოციალურად დაუცველები ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ. იპოთეკარების მოთხოვნა უცვლელია. ისინი შესახლების პროცესის შეჩერებასა და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ. თვითნებურად შესახლებულები კი - მათი საკითხების თავიდან შესწავლას.

აქციაზე სოფელ გონიოს მოსახლეობაც იმყოფება. ისინი იმ მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ საკუთრებაში გადასცეს, მერე კი ჩამოართვეს. სადაო მიწები გონიოს ციხესთან მდებარეობს და ნაწილს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

აქცია დრამატული თეატრიდან დაიწყო, მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს.

დღის ამბები