03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
რაჭის ეპარქიას არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს

რაჭის ეპარქიას არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მიიღო. ინფორმაცია ჟუნრალისტებს კრების დასრულების შემდეგ მიაწოდეს. 

არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი მანამდე რუსეთში საქართველოს ეკლესიას ხელმძღვენელობდა, ის საქართველოში ცოტა ხნის წინ გამოიწვიეს დღეს კი რაჭის ეპარქიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. 

რაჭის ეპარქიის ხელმძღვანელის ადგილი მას შემდეგ გახდა თავისუფალი, რაც მიტროპოლიტი ელისი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კრების ფარგლებში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იყო განხილული, თუმცა სხვა საკითხების შესახებ ჟუნრალისტებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები