03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ქართველმა სამხედროებმა თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია დაასრულეს

წვევამდელები მზად არიან ფიცის დასადებად. სამხედრო ავიაციამ კი უკვე გადაიფრინა თბილისის თავზე. დედაქალაქის ცენტრში ხვალინდელი დღის, 26 მაისის აღსანიშნად მზადება მიმდინარეობს.

შეიარაღებულმა ძალებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს. თბილისში რუსთაველის გამზირი და რამდენიმე ქუჩა დღეს და ხვალ მთელი დღე გადაკეტილი იქნება.

რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკა და სხვადასხვა უწყებების პავილიონები განთავსდება. გაიმართება გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები. ასევე, იქნება წარმოდგენილი ხელოვნური გათოვლიანება.

როგორც ცნობილია, ხვალინდელი ძირითადი ღონისძიებები 13 საათიდან დაიწყება. 

დღის ამბები