03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა

საფრანგეთის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. 

ჩემპიონატზე ბასილაშვილმა ამერიკელი ჩოგბურთელი დაამარცხა. მან ჯარედ დონალდსონს სამივე სეტი მოუგო. 

მატჩს  ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ადევნებდა თვალს. ელჩი ქართველ ჩოგბურთელს წარმატებებს უსურვებს. 

„პარასკევს პროფესიული ჩოგბურთის ფანტასტიკურ მატჩს დავესწარი. პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობის შესარჩევ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ჯარედ დონალდსონი დაამარცხა. ძლიერ ქართველ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას 18 წლის დონალდსონმა დიდი ვარსკვლავისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აჩვენა, თუმცა ბასილაშვილის ფეთქებადი დარტყმები მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა და ის სამივე სეტში შეუდარებელი იყო. ხვალინდელ მატჩზე ნიკოლოზს წარმატებას ვუსურვებ. საქართველოს გაუმარჯოს!" -წერს  რიჩარდ ნორლანდი.

 

დღის ამბები