03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ოკუპანტებმა კიდევ 2 ქართველი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ოკუპანტებმა წოწოლაშვილი გელა და მუმდაძე ივანე მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი თანასოფლელებთან ერთად ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული.

მათთან ერთად მყოფი 10-მდე ადამიანი რუს ოკუპანტებს გამოექცნენ.

არსებული ინფორმაციით დაკავებულებს ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ეს რიგით მეოთხე შემთხვევაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები