27 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები