03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
აქცია უზენაეს სასამართლოსთან-მომიტინგეებმა წავკისში მიწის ფართობის ჩამორთმევა გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია გამაირთა უზენაეს სასამართლოში.

მომიტინგეები წავკისში 2007 წელს ჰექტარნახევრი მიწის ფართობის ჩამორთმევას დღეს კიდევ ერთხელ აპროტესტებდნენ. ადგილობრივები განმარტავდნენ, რომ გურამ ჯაფიაშვილს „მედ გრუპ ჯორჯიამ“ იძულებით ჩამოართვა მიწის ფართი და მას შემდეგ სასამართლო დავები უშედეგოდ მიმდინარეობს.

დაზარალებული გურამ ჯაფიაშვილი ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც ის თავად აცხადებს, ზეწოლის შედეგად მას აიძულებდნენ რომ მიწის ფართობი გადაეცვალა.

დაზარალებულმა ერთი წლის წინ საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

დღის ამბები