03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ერგნეთის შეხვედრა დასრულდა - გრემისხევიდან გატაცებული მოქალაქე ცხინვალში იმყოფება

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქართველების გატაცება იყო.

ოსეთის მხარე თბილისს პროვოკაციულ მოქმედებაში ადანაშაულებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიის ექვსსაათიანი სხდომის შემდეგ ქართული მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დაკავებულების გასათავისუფლებლად.

სულ ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში 13 უკანონოდ დაკავებული პატიმარია.

"ჩვენ ვისაუბრეთ გრემისხევის მკვიდრთან დაკავშირებით. გავიგეთ, რომ ის ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. რაღაც პროცედურების გავლის შემდეგ გაათავისუფლებენ. ბაშარულის და შიტიკოვის შესახებ მათ ჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა. 

"30-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ. ქართული მხარე არ აწვდის ინფორმაციას თავის მოქალაქეებს სად გადის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მათ დააკავებენ. ამას ქართული მხარე პროპაგანდისთვის იყენებს,"- აცხადებს  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები