03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში 100-მდე პედაგოგი გადამზადდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სამოქალაქო განათლების100-მდე  პედაგოგი გადაამზადა. 

ტრენინგი თბილისისა და ქუთაისის სკოლების მასწავლებლებს 2 თვის განმავლობაში უტარდებოდა.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელის თამარ მეტრეველის თქმით, პროექტის ფარგლებში მათ პრაქტიკული სამართლის საკითხებზე და ზოგადად სამოქალაქო განათლების საკითხებზე მაქსიმალური ინფომარცია მიაწოდეს პედაგოგებს.

პროექტი გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების დაფინანსებით განხორციელდა.

 

დღის ამბები