03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის სამზადისი დასრულებულია

დამოუკიდებლობის დღისთვის შეიარაღებული ძალების გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე ავიაციის გადაფრენით დასრულდა.

იროკეზის, ალბატროსის და სუ25-ის ტიპის ერთეულებმა სავარჯიშო ფრენა შეასრულეს, 9-ვე მათგანი ქალაქს ხვალ კიდევ ერთხელ გადაუფრენს, დამოუკიდებლობის დღეს მფრინავები მოედანზე შეკრებილებს საფრენი აპარატებიდან ბარათებით მიულოცავენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ბოლო რეპეტიცია გაიარეს 51-ე და 12-ე ბატალიონის სამხედროებმა. წელს პირველად ქართველ სამხედროებს 74 ამერიკელი სამხედროც შემოუერთდება, რომლებმაც მონაწილეობა ქართულ-ამერიკულ წვრთნებში უკვე მიიღეს. ერთი დღით ადრე თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკაც გამოფინეს.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კიდევ ერთი ეპიცენტრი ხვალ რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ყველა სამთავრობო უწყება დამთვალიერებელს დაგეგმილ პროექტებს წარუდგენს. 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები