03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
მეოთხე გატაცება ბოლო ერთ კვირაში-ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში საგანგაშო მდგომარეობაა

საოკუპაციო საზღვრისპირა სოფლებიდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე 4 ადგილობრივი გაიტაცეს.

რუსმა ოკუოპანტებმა სოფელ ბროწლეთის მკვიდრი გელა წოწოლაშვილი ჯონჯოლის კრეფის დროის გაიტაცეს, ივანე მუმდაძეც ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლიდან იარაღის მუქარით წაიყვანეს.

ოფიციალური მონაცემებით წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი უკანონო დაკავებების სტატისიტკა.

ქართველების გატაცებები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს ერეგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზეც.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლებას უყენებენ. საქართველოს შინაგან სამქეთა სამინიტროსთვის კი ცხინვალის რეჟიმის არგუმენტები მიუღებელია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებულები ძირითადად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყავთ. უკანონოდ დაკავებულებს კი ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ავტორები: ნათია გოგსაძე, იზო ჩუბინიძე, დათო ჯაყელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები