09 სექტემბერი 2026,   08:40
ვრცლად
გენერალური პროკურატურისგან ენზელ მკოიანის საქმეზე კოალიცია "თანასწორობისთვის" გამოძიების დაწყებას მოითხოვს

კოალიცია "თანასწორობისთვის" გენერალური პროკურატურისგან ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს.

მტკიცებულებების მიუხედავად, უშუალოდ დეპუტატის მხრიდან იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, რასაც კოალიცია მის მიმართ გაუმართლებელი ლოიალობით ხსნის.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმასაც ამბობენ, რომ ენზელ მკოიანის სახელს სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სხვა ძალადობრივი შემთხვევებიც უკავშირდება. თუმცა შედეგი კვლავაც ანალოგიურია.

"ჩვენი მოთხოვნაა, გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს ეს საქმე ობიექტურად და დროულად. მათ შორის მკოიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყოს შეფასებული. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მეტწილად უმოქმედოები არიან ან ძალიან დაბალ რგოლზე ხდება კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. სავარაუდოდ, ეს უნდა ავხსნათ იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ლოიალობით, რომლითაც მკოიანის მსგავსი დეპუტატები ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში სარგებლობენ,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები