03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში ჩავა

მზადება 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მიმდინარეობს ქუთაისში.

დილიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა ბაგრატის ტაძარში აღევლინება. ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, გაიმართება გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები.

დღესვე, ქუთაისში ჩადის საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელ დღეს მიულოცავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები