03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოში ყველაზე დიდმა ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-მა მიულოცა.

დღეს მის საწყის გვრდზე შესულ ვიზიტორებს ფეიერვერკები დახვდათ. ფოტოზე დაკლიკების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინფორმაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ზოგადად ქვეყნის შესახებ, ასევე საქართველოზე ნახონ ბაზაში არსებული ფოტოები.

Google-ი უკვე 16 წელია პერიოდულად ცვლის საწყისი გვერდის დიზაინს რაიმე მოვლენის, ან თარიღის აღსანიშნად. მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის დიზაინის ამგვარი ცვლილებები ამ მოვლენის შესახებ ინფორმაციის მაძიებლეთა რაოდენობას ზრდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები