03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პარლამენტის წინ გალა-კონცერტი დაასრულებს. მუსიკალური პროექტი „ჩემო ციცინათელა“ სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა.

კონცერტზე 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის პერიოდის სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. მაყურებელი მოისმენს ახალ დუეტებს, შეხვდება ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკ მუსიკის ცნობილ წარმომადგენლებს.

პროექტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, მუსიკალური პროდიუსერი კი - დავით ევგენიძე.

დღის ამბები