03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღეს ყვავილების ფესტივალი იმართება

რუსთაველის გამზირზე გარდა კონცერტებისა და თეატრალური სანახაობებისა, გაიმართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ყვავილების ფესტივალი. ეს ღონისძიება რამდენიმე წელია გაზაფხულობით ტარდება.

ყვავილების ფესტივალს წელს გამორჩეული სახე ექნება, რადგან მას ორი ლოკაცია ექნება - პირველი სკოლასთან და შარდენზე.

ორივე ადგილას განსხვავებული კომპანიები და მებაღეები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.
წელს დაახლოებით 300-მდე ადამიანი იღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას.

კულტურული ღონისძიებები და კონცერტები ოფიციალურად გახსნილია და ერთმანეთ ჩაანაცვლებენ როგორც ფოლკლორული ანსამბლები, ისე - თანამედროვე ჯგუფები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები