03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

200-მა წვევამდელმა თავისუფლების მოედანზე ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტმა პატაკი ჩაიბარა, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ნოე ჟორდანია - საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა - შეხვდით 26 მაისს და ნახავთ, რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის წაართმევ და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს 1991 წელს, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას, ვზეიმობთ ამ დღეს, მაშინ როდესაც ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, რიდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა, როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო.

ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ დიდ მამულისშვილებთან ერთად, რომელთა მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. ამიტომ, ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისოტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს დღეს.

ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულისშვილების წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლით, მუშაობით, შემოქმედებით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო. ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ დღეს მადლობელი ვართ მათი.

ამავე დრო ჩვენ ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, რადგან დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავალნიც ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან. ასევე მოესწრებიან, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, გამთლიანებას, კიდევ უფრო გაერთიანებას," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.  

დღის ამბები