03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გადასცეს

ათენში ოლიმპიური ცეცხლი აენთო და საქართველოს დელეგაციას ოფიციალურად გადაეცა. ”პანათინაიკოსის” სტადიონზე” ცეცხლი პირველად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულ ძიუდოიტ ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა, რომელმაც სტადიონს საპატიო წრე დაარტყა, შემდეგ კი იგივე პატივი მეორე ქართველ მეჩირაღდნე მარიამ ბოლქვაძეს ერგო.

ცეცლხს ბათუმის აეროპორტში საღამოს 8 საათზე ელოდებიან, სადაც ესტაფეტით მას პიაცაზე მიიტანენ.

ოლიმპიური ცეცხლი მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში ჩავა. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 
დღის ამბები