03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11 სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 11 ქალაქში მიმდინარეობს.

ქუთაისში ბაგრატის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი წირვა აღევლინა, მოგივნებით კი ქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს. დღის განმავლობაში დაგეგმილია თეატრალური სანახაობების გამართვა.

სამხედრო ტექნიკა გამოფინეს თელავშიც. ერეკლე მეორის მოედანზე წიგნისა და ტურიზმის პავილიონები მოეწყო. დღეს ყველა რეგიონში ყვავილებით შეამკობენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალებს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებს გორიც უერთდება.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მათ ზუგდიდის ცენტრში რუსული წარმოების შეიარაღების გამოფენა და ენგურის ხიდისკენ დაგეგმილი მსვლელობის გაუქმება გააპროტესტეს.

26 მაისს აღნიშნავენ ოზურგეთშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა და მხატვრული ნამუშევრები გამოიფინა. მიმდინარეობს სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დღის ბოლოს კი ქალაქის ცენტრში კონცერტი გაიმართება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები