03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
კულტურის მინისტრმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში არაერთი კონცერტი მიმდინარეობს. ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სცენა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც ცოტა ხნის წინ მიხეილ გიორგაძემ სამი ხელოვანი დააჯილდოა. ნანი ბრეგვაძეს, მედეა ამირანაშვილს და ომარ ნაფეტვარიძეს ხელოვნების ქურუმის სტატუსი და ჯილდო გადაეცათ.

დაახლოებით 5 სცენაა დამონტაჟებული და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიოს სცენა.

მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა, სადაც ხელოვანებს მიეცათ საშუალება საკუთარი პროდუქცია წარედგინათ.

კონცერტების, გამოფენები და ფესტივალები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები