03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ზვიადისტები ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებებით უკმაყოფილოები არიან

ზვიადისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს და მთავრობის წევრებს მიმართეს. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მათ ვეტერანის სტატუსი მიენიჭოთ.

100-მდე ზვიადისტი ზუგდიდის ცენტრში იმ ადგილზე შეიკრიბა, სადაც დილიდან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. 

მშვიდობიანი აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. 

აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სათანადოდ არ აღინიშნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები