03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
"ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის" - გიგა ბოკერია საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს

26 მაისის აღმნიშვნელ სახალხო სეირნობაში ნაციონალური მოძრაობა ჩერთო. საპარალამენტო უმცირესობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ღონისძიებები შვილებთან ერთად დაათვალიერეს. დეპუტატებმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩვენი თავისუფლების დაბრუნებისკენ, გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, გადავდგით ნაბიჯი თავისუფალი სივრცისკენ - ევროპისკენ. ეს არის ამოცანა, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები