03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
დაავადებული ცხვრები უფლისციხეში

უფლისციხის მოსახლეობა იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც, მათი განცხადებით, მთელ სოფელს ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, საძოვრებზე 9000 დაავადებული ცხვარია. ადგილობრივების მტკიცებით, ყოველდღიურად 50-მდე პირუტყვი იხოცება. მარტო ბოლო 4 დღეში 400 ცხვარი მოკვდა. სოფელში შიშობენ რომ დაავადება ადამიანებზეც გავრცელდება.

დაავადებული პირუტყვი შპს ვიქტორიას ეკუთვნის. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ცხვრებს დაავადება არა აქვთ.

დახოცილ პირუტყვს ლაბორატორიული შემოწმებაც ჩაუტარდა. სურსათის და უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ანალიზების მიხედვით დაავადება არ დადასტურდა. კვლევის საბოლოო შედეგები კი 2 დღეში გახდება ცნობილი

უფლისციხის მოსახლეობას კი არც რწმუნებულის და არაც სურსათის უვნებლობის სამსახურის არ სჯერა. ისინი სოფლიდან ცხვრების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები